ჩემი კვლევა




გარდაბნის მუნიციპალიტეტის
                    ქესალოს საჯარო სკოლა




   მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების გზები
   
                        პედაგოგი:ნაიდა შამილოვა                 

                                         

   


                             


                                 


                                   


                                          2019                                                                     

                                   სარჩევი           

შესავალი ------------------------------------------------------------------------------------------ 2

      თავი I  საკვლევი საკითხის მიმოხილვა----------------------------------------------3
 1.1.  ინფორმაცია კლასის შესახებ..----------------------------------------------------3
        1.2.საკვლევი პროცესის აქტუალობა.-------------------------------------------------3
       1.3.პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები---------------------------------3
       1.4.კვლევის მიზანი---------------------------------------------------------------------4
       1.5.კვლევის ამოცანა--------------------------------------------------------------------5

 თავი II ლიტერატურის მიმოხილვა--------------------------------------------------5

თავი III------------------------------------------------------------------------------------6
 3.1რა მნიშვნელობა აქვს მოტივაციას სასწავლო პროცესში...----------------------6
 3.2 მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიები----------------------------7
 3.3 გაკვეთილის დაგეგმვა-------------------------------------------------------------8

  თავიIV.მეთოდოლოგია-------------------------------------------------------------------8
4.1 მონაცემების შეგროვება----------------------------------------------------------------8
4.2 კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობებეი--------------------9
4.3 კვლევის ვადები------------------------------------------------------------------------10

   თავიV.კვლევის შედეგები--------------------------------------------------------------11
5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი--------------------------------------------------11
5.2 მეორადი მონაცემების ანალიზი-----------------------------------------------------18

თავი VI. -------------------------------------------------------------------------------------18
6.1 ინტერვენციები-------------------------------------------------------------------------18
6.2 ინტერვენციების შეფასება-------------------------------------------------------------20
6.3 ინტერვენციების შედეგების ანალიზი-----------------------------------------------20

თავი VII--------------------------------------------------------------------------------------22
7.1 მიგნებები--------------------------------------------------------------------------------23
7.2 რეკომენდაციები------------------------------------------------------------------------23
7.3 დასკვნა-------------------------------------------------------------------------------23
7.4 გამოყენებული ლიტერატურა-----------------------------------------------------24
7.5 რეფლექსია---------------------------------------------------------------------------24









                                                                 


                                          შესავალი
   წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქესალოს საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანაგარიშს. ნაშრომი შედგება 7 თავისგან. პირველ თავში მოცემულია ინფორმაცია იმ კლასების შესახებ,რომლებშიც ჩავატარე კვლევა,ასევე  მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებული სირთულეები, პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი, კვლევის ამოცანა. მეორე თავში განხილულია ლიტერატურა მოტივაციასთან დაკავშირებული.
მესამე თავში მოცემულია რა მნიშვნელობა აქვს მოტივაციას სასწავლო პროცესში,მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიები,როგორ ავამაღლოთ მოტივაცია,გაკვეთილის დაგეგმვა. მეოთხე თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა და კვლევის ვადების შესახებ.მეხუთე თავში კი განხილულია გამოკითხვის შედეგების და მეორადი მონაცემების ანალიზი. გამოკითხვის შედეგების და მეორადი მონაცემების ანალიზის შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები,რომელთა შესახებ აღწერილია მეექვსე თავში. ინტერვენციების შემდეგ აუცილებელი გახდა მიგნებებისა და რეკომენდაციების დაგეგმვა.





თავი I
   საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1  ინფორმაცია კლასის შესახებ
  კვლევა ჩავატარე Iვ და Vვ კლასებში.
  Iვ კლასში სწავლობს 26 მოსწავლე.კლასის დამრიგებელი ვარ ნაიდა შამილოვა,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქესალოს საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი.სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არის მამედ ხიალოვი.სკოლა არის არაქართულენოვანი.კლასს ასწავლის 1 სერტიფიცირებული(უფროსი) მასწავლებელი.კლასში მოსწავლეების 40% ბაღიდან ჩამოსულნი არიან,დანარჩენები არ დადიოდნენ ბაღში.სსსმ არ არის.
  კვლევა ასევე ჩავატარე Vვ კლასებში.სადაც სწავლობს 22 მოსწავლე.ამ კლასის ყოფილი დამრიგებელი ვარ და ახლა ვასწავლი ’’ქართულ ,როგორც მეორე ენას’’.კლასს ასწავლის 2 უფროსი მასწავლებელი.კლასში სსსმ არ არის.

1.2 საკვლევი პროცესის აქტუალობა
ცნობილია,რომ არა მარტო სწავლას,არამედ  ნებისმიერ აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად.მოტივაცია გულისხმობს ისეთი ფაქტორების და სიტუაციების შექმნას,რემელიც მოსწავლეს სწავლის ხალისსა და უნარს შემატებს.მოტივაცია საფუძველს უქმნის ცოდნის მიღების ხარისხს.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სასკოლო სისტემები,რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სტრუქტურის და სწავლების შინარსით,ყურადღებას სწორედ მასწავლებლის მუშაობის ხარისხზე ამახვილებს.
1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
   მოტივაციის პრობლემის მიზეზი მრავალფეროვანია და განსხვავდება თითოეული კლასისთვის,რასაც განაპირობებს შესაბამისი კლასის საფეხური.ჩემ მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა ის ფაქტი,რომ ,პირველ კლასში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მოსწავლეთა მოტივაციისა და აქედან გამომდინარე მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის დაბალი დონე,იმიტომ,რომ ამ ეტაპზე ისინი გადადიან ახალ გარემოში.ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია სოფლის სკოლებში.ვინაიდან,სოფელში არ არის ბაღი,ბავშვების უმრავლესობა,დაახლეობით 60% ვერ დადის ბაღში,ზუსტად ამის გამო ისინი არ არიან მიჩვეულნი სოციალურ გარემოზე.ეს კი თავის მხრივ ხელს უშლის პირველი კლასელების სკოლისადმი ადაპტაციას,რაც პრობლემას უქმნის მათი ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.ეს ყველაფერი თავს იჩენს განსაკუთრებით ჯგუფურ მუშაობაში.
  კვლევის შედეგად ასევე დავადასტურე,რომ დაბალი მოტივაცია თავს იჩენს მეხუთე კლასშიც.ეს სკოლაში ახალი საფეხურია, ოპიციალურად  დაწყებითს ეკუთვნის,მაგრამ პირველკლასელის მსგავსად,მეხუთეკლასელს ახალ სასკოლო გარემოებთან უწევს შეგუება.ოთხი წლის მანძილზე შეჩვეულ პედაგოგს უცნობი მასწავლებლები ენაცვლებიან,იცვლება გარემოც.სხვადასხვა გაკვეთილი სხვადასხვა ოთახში ტარდება,მასწავლებლებიც განსხვავებულ ქცევას ითხოვენ,შეფასების სისტემებიც განსხვავებული აქვთ.თუ დაწყებითის მასწავლებელმა თითოეული ბავსვის ხასიათი და მიდრეკილებები იცის და შესიტყვის მეთოდებს იყენებს ასეთი ინფორმაცია უცნობია ახალი პედაგოგისთვის.მეხუთე კლასელებს ხშირად აკადემიური შედეგები უარესდებათ.ისინი იბნევიან ახალი გაზრდილი და უცხო ამოცანების წინაშე.ეს ყველაფერი იწვევს მოსწავლეების მოტივაციის და შესაბამისად საგაკვეთილო პროცესის ეფექტურობას. კვლევა ჩავატარე მეხუთე კლასში,რომლის დამრიგებელი ვიყავი დაწყებით კლასში და ვასწავლიდი ოთხი წლის განმავლობაში.ახლა კი ამ კლასში ვარ ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელი.ვნახე,რომ მოსწავლეები,რომლებიც  აქტიურებდნენ და სულ მაღალ მოტივირებულნი იყვნენ დაწყებით კლასში,ახლა დემოტივირებულნი არიან.
    როგორც პირველ,ასევე მეხუთე კლასში მოტივაციის პრობლემად შეიძლება განვიხილოთ სასწავლო მასალის სირთულე.პირველი კლასის მოსწავლეები ერთდრულად სწავლობენ სამ ენას:მშობლიურ,ინგლისურ და ქართულ ენას,რაც მათთვის დიდ სირთულეს უქმნის,განსაკუთრებით პირველ სემესტრში.თუმცა ამ დროის განმავლობაში მათი ფონოლოგიური უნარ-ჩვევის განვითარებით,ეს პრობლემა შედარებით გადაიჭრება.
  კიდევ ერთი პრობლემა არის საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული აქტივობის ერთფეროვნება და სასწავლო რესურსების ნაკლოვანება.

1.4.კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების,მოტივაციის ამაღლების საშუალებების და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.ასევე,კვლევის მიზანია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის და მოტივაციასთან დაკავშირებული სირთულეების,მათი გადაჯრის გზების დეტალურად შესწავლა,რასაც დიდ მნიშვნელობა აქვს სწავლის ეფექტურობის თვალსაზრისით.კვლევის ჩატარებით მიღებული ინფორმაცია მომავალ წელს დამეხმარება ეფექტური სასწავლო გეგმის შემუშავებაში.

   1.5 კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებზე:
<<რა მნიშვნელობა აქვს მოტივაციას საგაკვეთილო პრეცესის მსვლელობისას?
<<მოსწავლეთა მოტივაცია როგორ იცვლება საგაკვეთილო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე?
<<როგორ გავლენას ახდენს ჯგუფური მუშაობა,რესურსები და სხვა აქტივობები მოტივაციის ამაღლებაზე?
<<როგორ იცვლება მოსწავლეთა მოტივაცია მეოთხე კლასიდან მეხუთე კლასში გადასვლისას?
<< არამოტივირებული მოსწავლეები რა პრობლემებს წარმოქმნიან საგაკვეთილო პროცესში?
<<გაკვეთილების სირთულე და დავალებების რაოდენობა როგორ გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე?
<< მოტივაციის ამაღლების მიზნით რა სტრატეგიები გამოიყენება?

      თავი II

      ლიტერატურის მიმოხილვა

    სიტყვა  მოტივირება მიღებულია ლათინური სიტყვიდან ,,motus’’ და მოძრაობას ნიშნავს. დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული მიზანი, რაც აადვილებს საკუთარი თავის ამოძრავებას და ამაღლებს მოტივაციას.
   მოტივაციის ოთხი ძირითადი თეორია არსებობს:
1.ბიჰევიორისტული მიდგომის მიხედვით მოსწავლის მოტივაციის გაგება უნდა დავიწყოთ წამახალისებელი სტიმულებისა და ჯილდოების დაკვირვებული ანალიზით .ჯილდო იმ მიმზიდველი ობიექტი ან მოვლენაა, რომელიც შედეგად მოსდევს გარკვეულ ქცევას. მაგრამ წამახალისებელი სტიმულების მუდმივი გამოყენება ქმნის ჩვევასა და ტენდენციას.
2.ჰუმანისტური მიდგომა-მოტივაციის ჰუმანისტური ინტერპრეტაცია ხაზს უსვამს ისეთ შინაგან წყაროებს,როგორიცაა პიროვნების ,,თვითაქტუალიზაციის’’  მოთხოვნილება, თანდაყოლილი  ,,აქტუალიზაციის ტენდენცია’’  ან  ,,თვითგანსაზღვრის’’  მოთხოვნილება. ასე,რომ ჰუმანისტურ ჭრილში,მოტივირება ნიშნავს ადამიანების შინაგანი რესურსების -მათი კომპეტენტურობის, თვითშეფასების ავტონომიისა და თვითაქტუალიზაციის წაქეზებას.
3.კოგნიტური თეორია-კოგნიტურ თეორიებში ადამიანი განხილულია, როგორც ცნობისმოყვარე ,აქტიური, ინფორმაციის მაძიებელი არსება, რომელიც ცდილობს გადაჭრას პიროვნული პრობლემები. ამდენად, კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტს შინაგან მოტივაციაზე აკეთებენ.
4.სოციოკულტურულ მიდგომა-მოტივაციისადმი სოციოკულტურული შეხედულება ხაზს უსვამს ურთობის წევრობას. ადამიანები ერთვებიან აქწტივობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი იდენტობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით. ამდენად, მოსწავლეები მოტივირებულნი არიან ისწავლონ, თუ ისინი არიან წევრები იმ საკლასო ან სასკლო ჯგუფისა, რომლისთვისაც სწავლას დიდი ღირებულება აქვს.
   ფსიქოლოგები იზიარებენ მოტივაციის შინაგანად და  გარეგანად დაყოფის კონცეფციას,ამბობენ ,რომ ერთი შეხედვით შეუძლებელია განსაზღვროთ, მოტივაცია შინაგანია თუ გარეგანი. არსებითი განსხვავება ამ ორ ტიპს შორის ინდივიდის ქცევისთვის  წარმმართველი მიზეზია ,ანუ მიზეზობრიობის ლოკუსი ინტერნალურია  თუ ექსტერნალური-პიროვნების შიგნითაა თუ მის გარეთ.ინდივიდი შეიძლება იმიტომ კითხულობდეს, ცურავდეს ან ხატავდეს,რომ მან ქცევის თავისუფალი არჩევანი პიროვნული ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა ,ეს არის შინაგანი მოტივაცია ,ან ისე იმიტომ იქცევა,რომ გარედან,ვიღაცის ან რაღაცის გავლენას განიცდის,რაც გარეგან მოტივაციას წარმოადგენს.


  თავი III
3.1რა მნიშვნელობა აქვს მოტივაციას სასწავლო პროცესში
    სპეციალისტთა განმარტებით,მოტივაცია ქცევის ფსიქოლოგიური საფუძველია და რაც მეტად მოტივირებული არიან მოსწავლეები,მით მაღალია სწავლის ხარისხი როდესაც მოტივაცია სუსტია,სწავლის ხარისხიც იკლებს.სასწავლო პროცესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოსწავლეებისა და მასწავლებლის  სწორი ურთიერთობა, მათი შეთანხმებული მუშაობა.რისთვისაც აუცილებელია,როგორც მოსწავლეების,ასევე მასწავლებლის მაღალი მოტივაცია,თუმცა ზოგჯერ მოსწავლეების მოტივაცია გარკვეული მიზეზების გამო არ არის საკმარისი გაკვეთილის ეფექტური ჩატარებისთვის.ძალიან ძნელია აუხსნა ბავშვს,თუ რა მნიშვნელობა აქვს სწავლას,რაში უნდა გამოვიყენოთ ის სამომავლოდ,როგორ დაგვეხმარება ის შემდგომ წარმატების მიღწევაში.ეს საკითხი განსაკუთრებით რთულია დაწყებით კლასში,ამიტომაც მარტო შინაგანი მოტივაცია არ ყოფნის საგაკვეთილო პროცესის ეფექტური ჩატარებისთვის და სულ უნდა გამოვიყენოთ ატივობები მოტივაციის ამაღლების მიზნით.

 3.2 მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტრატეგიები
1.კარგი პიროვნული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთ უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია.კვლევები გვიჩვენებს,რომ მოსწავლეები,რომლებსაც მოსწონთ მასწავლებელი კეთილსინდისერად ეკიდებიან სასწავლო პროგრამას,ნაკლებად ქმნიან დისციპლინურ პრობლემებს და ითვალისწინებენ მასწავლებლის მოთხოვნებს.მასწავლებლის მოვალეა,რომ აგრძნობინოს მათ თავი ღირსეულ ადამიანებად და შექმნას დაცული,კომფორტული და ჯანსაღი გარემო,სადაც სწავლა სასიამოვნო პროცესად იქცევა.ამგვარ შემთხვევაში მატულობს მოტივაციის ხარისხი.
2.სამართლიანობა-სანამ მოსწავლე არ დაინახავს,რომ მასწავლებელი სამართლიანია ისეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორიცაა დავალების რაოდენობა,აკადემიური მოსწრების შეფასება,მოსწავლეთა დახმარება,ჯგუფების შედგენა,დისციპინური საკითხების განსჯა და ა.შ მოსწავლე ვერ მოეწონება იგი.
3.გარეგნობა-ბავშვები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჯებენ ადამიანის გარეგნულ მხარეს,ვიდრე დიდები.შესაბამისად მოწესრიგებული და დახვეწილი მასწავლებელი მათ გარკვეულწილად შთააგონებთ,პატივცემას არამარტო კონკრეტული პიროვნების,არამედ იმ საგნის მიმართაც,რომელსაც იგი ასწავლის.
4.სასწავლო პროცესის გამდიდრება-რაც შესაძლებელია დამატებითი აქტივობებით,სწავლის ახალი მეთოდებით,პრეზენტაციების და ჯგუფური მუშაობების შედეგად.
5.მოსწავლემ უნდა იცოდეს,რომ შეცდომის დაშვება რისკთან(დაცინვა,გაბრაზება) არ არის დაკავშირებული და ეს არის სწავლის საუკეთესო საშუალება.
6.მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს მათი ჩართვა ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების,როგორიცაა სავარჯიშოების,კროსვორდების,სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში.
7.ტესტირებისას სხვადასხვა ტიპის შეკითხვების გამოყენება ამარლებს მოტივაციას.ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი,რომ დაცული იყოს ბალანსი ღია და დახურულ კითხვებს შორის.
8.მასწავლებელი ახალი მასალა უნდა გადმოსცეს საინტერესოდ,ემოციურად და ყურადღება გაამახვილოს პრობლემურ საკითხვებზე.
9.იუმორი-ერთი-ერთი თანამედროვე განმავითარებელი,უილიამ გლოსერი აღნიშნავს,იუმორი ზრუნვის გამოხატვის ერთგვარი ფორმაა.ცხადია მასწავლებელი ხუმარად არ უნდა იქცეს, მაგრამ  თავისუფალი გახსნილი იუმორისტიული რექციები გარკვეულ სიტუაციებში მას ხიბლს სძენს,აახლოვებს მოსწავლეთან.
10.უნიშნო აქტივობების გამოყენება- ამგვარი დავალების დროს მოსწავლე არ ერიდება შეცდომის დაშვების და მისი ყურადღება პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.
 
3.3 გაკვეთილის დაგეგმვა
იმისთვის,რომ საგაკვეთილო პროცესი იყოს საინტერესო აუცილებელია გაკვეთილის  დაგეგმვა მოტივაციის ამაღლების სტრეტეგიების მიხედვით და უნდა დავგეგმოთ ისეთი აქტივობები,რომლებიც აღძრავს არა მარტო გარეგან მოტივაციას,არამედ შინაგან მოტივაციას,როგორიცაა ცნობისმოყვარეობას და ინტერესს.


IV თავი მეთოდოლოგია
  4.1 მონაცემების შეგროვება
კვლევის ჩატარებისას გამოვიყენე მონაცემთა შეგროვების,როგორც თვისობრივი(ინტერვიუ,ფოკუს-ჯგუფი,ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება) ასევე რაოდენობრივი მეთოდები(დახურული და ღია ანკეტირება).
ფოკუს-ჯგუფი:ეს კვლევა ჩავატარე სხვა საგნის მასწავლებლებთან საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად.ფოკუს- ჯგუფის საშუალებით ასევე ჩამოვაყალიბე კითხვარი მოსწავლეებთან,მოვუსმინე თითოეული მათგანის პასუხები და ამით დავადგინე მათი  აზრი საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებით
სიღრმისეულიი ინტერვიუ-განვახორციელე სამიზნე კლასების სხვა საგნის მასწავლებლებთან.ინტერვიუს მიზანი იყო იმის დადგენა,თუ ისინი რასთან აკავშირებენ დაბალ მოტივაციას,რა საშუალებებს იყენებენ მოტივაციის ამაღლებისთვის.
შერჩევა-ამ მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეებს დავუსვი კითხვა,რომ  თუ მათ ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობებიდან რომელი უფრო მოსწონთ და რომელი უფრო ახალისებს მათ.

 4.2 კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხიმგებლობები
  1.მასწავლებელი,რომელიც ატარებს კვლევას
<<კვლევის ისნტრუმენტების შემუშავება
<<მონაცემების შეგროვება
<<მონაცემების შედეგების ანალიზი
<<ინტერვენციების დაგეგმვა
<<ინტერვენციების შედეგების ანალიზი
<<პროექტის ვადების სწორად გამოყენება
<<შედეგების გაცნობა კვლევის მონაწილე მხარეებისთვის

2.  I და V კლასის მოსწავლეები
<<მასწავლებლის მიერ მონაცემების შეგროვების მიზნით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
3. მშობლები
<<აქტიურად მონაწილეობა კვლევის ჯგუფური მეთოდების განხორციელებისას.


4.3 კვლევის ვადები








თავი V
5.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი
 1. მოსწავლეებისთვის შევადგინე ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვარი და ჩავატარე გამოკითხვა,რომლის მიზანი იყო დამედგინა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგაკვეთილო პროცესში ჩემ მიერ განხორციელებულ აქტივობებს მოტივაციის ამაღლებისთვის და მაღალი მოტივაცია როგორ გავლენას ახდენს ახალი მასალის შეთვისებაზე. ამ კვლევით მივიღე ინფორმაცია,იმის შესახებ, თუ მოსწავლეები რას ფიქრობენ საგაკვეთილო პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებით.ანკეტის შევსებისას მოსწავლეები ითვალისწინებენ,რომ მათი პასუხები ანონიმურია და ანონიმურად დარჩება მთელი კვლევის განმავლობაში,რაც უფრო სწორი და ზუსტი ინფორმაციის მიღწევას უზრუნველყოფს

 1.მომწონს ჩემი სკოლა:
       ა) კი       
      ბ) არა 
 2.კარგი ურთიერთობა მაქვს თანაკლასელებთან:
       ა) კი  
       ბ) არა 
3.მასწავლებელი გვიხსნის საშინაო დავალებას:
       ა) კი 
       ბ) არა 
4.მასწავლებელი გვიხსნის საკონტროლო წერებს:
       ა) კი  
      ბ) არა 
 5.მასწავლებელი ყოველ სემინარზე აფასებს მოსწავლეებს:
       ა) კი  
      ბ) არა 
 6.გაკვეთილის მსვლელობისას თავისუფლად შემიძლია აზრის გამოთქმა:
       ა) კი 
      ბ) არა 
 7.მასწავლებელი საინტერესოდ და ნათლად გვიხსნის ახალ მასალას:
       ა) კი
       ბ) არა 
 8.სწავლის პროცესში ვიყენებ დამხმარე სასწავლო მასალას:
       ა) კი
      ბ) არა 
 9.შეცდომის დაშვებაც შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესის დროს,რაც სასწავლი მასალის ადვილად უწყობს ხელს:
       ა) კი 
      ბ) არა 
  10.კლასში არის მეგობრული სასწავლო ატმოსფერო:
       ა) კი  
      ბ) არა 
 11.მომწონს ჯგუფური აქტივობები:
       ა) კი     
      ბ) არა 
 12.ხელოვნების მიმართ მაქვს ინტერესი:
       ა) კი   
      ბ) არა 
 13.ქცევის წესების შემუშავებაში მონაწილეობას ვიღებთ:
       ა) კი 
      ბ) არა 
 14.საგაკვეთილო პროცესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ვიღებთ მონაწილეობას:
       ა) კი 
      ბ) არა 
 15.საშინაო დავალებების შესრულება არ არის რთული:
       ა) კი    
      ბ) არა 
 16.მასწავლებელი იყენებს კომპიუტერს და თანამედროვე ტექნოლოგიებს სწავლისა და სწავლების პროცესში:
       ა) კი     
      ბ) არა 
 17.მომწონს მოკლე პრეზენტაციების გაკეთებას:
       ა) კი       
      ბ) არა 
18.მასწავლებლები ყოველთვის მზად არიან დაგვეხმარონ:
       ა) კი   
      ბ) არა 
19.მასწავლებელი გვაფასებს ადეკვატურად:
       ა) კი
      ბ) არა 
 20 მაღალი შეფასების მიღება მნიშვნელოვანია ჩემთვის:
       ა) კი   
       ბ) არა 
21.გსმენიათ,თუ არა შეფასების რუბრიკის შესახებ?
       ა) კი
       ბ) არა
  



   გამოიყენეთ ეს თავისუფალი სივრცე,იმისთვის რომ გამოახატოთ თქვენი იდეა,თუ როგორი აქტივობის ჩატარება გისურვებდით.
                        






გმადლობთ მოსაზრებებისთვის
   2.კითხვარი შევადგინე ასევე მშობლებისთვის და ჩავატარე პრაქტიკული კვლევა მოსწავლეებისთვის  მიცემის ახალი სიტყვების სწავლისადმი და შედარებით რთული დავალებების შესრულებისადმი ინტერესის და მოტივაციის ამაღლების გასაუმჯობესებლად. მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჯირო კითხვარზე სახელისა და კვარის მითითება.
  1.საჭიროზე მეტ დროს ხარჯავს თუ არა თქვენი შვილი შესასწავლი მასალის ათვისებას:
ა)კი
ბ)არა
 2.საშინაო დავალების შესრულებისას ეხმარებით თუ არა?
ა) კი
ბ) არა
3.საშინაო დავალების შესრულებისას იყენებს თუ არა დამატებით,სახალისო მასალას:
ა)კი
ბ)არა
4.თქვენს შვილს ზომიერად აძლევენ საშინაო დავალებას:
ა)კი
ბ)არა
5.თქვენს შვილს მოსწონს სკოლა:
ა)კი
ბ)არა
6.შეფასება თქვენი შვილის მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია თუ არა?
ა)კი
ბ)არა
ჩარჩოში ჩაწერეთ, შეკითხვებთან დაკავშირებით რისი დამატებაც გსურთ.

გმადლობთ მოსაზრებებისთვის
3.კითხვარი დამსწრე მასწავლებლისთვის:
1.შერჩეული რესურსები და აქტივობები არის მიზნობრივი და ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას?
             ა) დიახ                     ბ)არა
2.მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწობილი ურთიერთობაა?
            ა) დიახ                  ბ) არა
3.მოსწავლეთა უმრავლესობა ჩართულია საგაკვეთილო პროცესში?
         ა) დიახ                   ბ) არა
4.მოსწავლეები თავისუფლად  გამოხატავენ თავიანთ აზრს და მაღალმოტივირებულნი არიან?
          ა)დიახ                    ბ) არა
5.მასწავლებელი გასაგებად ხსნის ახალ მასალასა და საშინაო დავალებას?
         ა)დიახ                    ბ) არა
6.მასწავლებელი ადეკვატურად აფასებს მოსწავლეებს?
        ა)დიახ                    ბ) არა
7.შეფასების რომელი ფორმა იწვევს მოტივაციის ამაღლებას შესაბამისი კლასისთვის?
   ა) განმსაზღვრელი    ბ) განმავითარებელი    გ) ორივე
9.საგაკვეთილო პროცესი სწორად გადანაწილებულია დროის მიხედვით?
         ა)დიახ                    ბ) არა
10.მასწავლებელი ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესსა და შესაძლობებს?
        ა)დიახ                    ბ) არა
 ქვემოთ გამოტოვებულ ადგილში ჩაწერეთ, მოტივაციის ამაღლების მეთოდებთან დაკავშირებით რისი დამატებაც გსურთ:


თქვენი აზრით,მშობლებთან თანამშრომლობა როგორ გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე?



მონაცემების ანალიზი

1.დიაგრამა- მშობელთა გამოკითხვის შედეგი
მნიშვნელოვანია თუ არა შეფასება?



კვლევა ჩავატარე I და V კლასის მოსწავლეების მშობლებთან ინტერვიუს სახით, იმის დასადგენად,რომ თუ რას ფიქრობენ შეფასების მნიშვნელობაზე მოტივაციის ამაღლებისთვის. მათი უმრავლესობა მიიჩნევდა,რომ რადგან მათი შვილები ჯერ ვერ აზროვნებენ მიღებული ცოდნა რაში უნდა გამოიყენონ სამომავლოდ,როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი შეფასება მნიშვნელოვანია.გარდა ამისა ისინი შეფასების მნიშვნელობას იმით ამტკიცებდნენ,რომ შეფასების საშუალებით აკონტროლებენ საგაკვეთილო პროცესის დროს შვილების მდგომარეობას  .თუმცა მშობელთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს,რომ განმავითარებელი შეფასება საკმარისია და განმსაზღვრელი შეფასება პირიქით ხელს უშლის მოტივაციის ამაღლებას,რადგან მოსწავლეები ერიდებიან შეცდომის დაშვება და ამის გამო არ აქტიურებენ. 
შედეგი:62%-განმავითათარებელი და განმსაზღვრელი შეფასება აუცილებელია 
               38%-განმსაზღვრელი არ არის აუცილებელი და განმავითარებელი მნიშვნელოვანია.          

2.დიაგრამა: 
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგი
საინტერესოა თუ არა საგაკვეთილო პროცესი?
80%-საგაკვეთილო პროცესი საინტერესოა
15%-ნაწილობრივ საინტერესოა
5%-არ არის საინტერესო
  V კლასის მოსწავლეთა 80% ფიქრობს,რომ საგაკვეთილო პროცესი არის საინტერესო და დამატებითი აქტივობები არ არის საჯირო,რადგან მიიჩნევენ,რომ ჩატარებული აქტივობები საკმაოდ ეფექტერია მოტივაციის ამაღლებისა და ახალი მასალის შეთვისებისთვის. 15% ფიქრობს,რომ საგაკვეთილო პროცესის დროს ჩატარებული აქტივობები,მაგალითად ჯგუფური მუშაობები და პრეზენტაციები საინტერესოა, მაგრამ ამას დროის დაკარგვად მიიჩნევენ. 5 % კი ფიქრობს,რომ მასწავლებლების მიერ გამოყენებული აქტივობები არ არის საინტერესო მათთვის და საჯიროა სხვა აქტივობების ჩატარება.
  ამ მონაცემების მიხედვით,საგაკვეთილო პროცესის გეგმის სტრუქტურაში შევიტანე ცვლილებები და დავგეგმე ისეთი აქტივობები,რაც გაზრდიდა იმ მოსწავლეების მოტივაციასა და ჩართულობას,რომლებიც აქტიურად არ მონაწილეობდნენ საგაკვეთილო პროცესში.
3.დიაგრამა:  რა ხერხს მიმართავთ თუ ტექსტში უცხო სიტყვა შეგხვდათ?

15%-ვაგრძელებ წაგითხვას
  50%-ვნახულობ ლექსიკონში
  35%-ვცდილობ ავხსნა კონტექსტში
  5.2 მეორადი მონაცემების ანალიზი
კვლევის ეს მეთოდი განვახორციელე მშობლებთან ინტერვიუს მეშვეობით,რის შემდეგ მეხუთე კლასისთვის  დადგინდა ორი ძირითადი პრობლემური საკითხი,რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოტივაციის ამაღლებაზე.ერთ-ერთი ის იყო,რომ მათ აქვთ ბევრი ახალი საგანი,ამასთან ერთად მასწავლებლებიც აძლევენ ბევრ საშიანო დავალებას და შესაბამისად მოსწავლეები ვერ ასწრებენ ყველა სასწავლი მასალის შეთვისებას,დავალებების შესრულებას,რაც ამცირებს მათ ხალისს გაკვეთილებისა და სკოლისადმი.მეორე პრობლემად აღმოჩნდა ის,რომ მოსწავლეები,რომლებიც დაწყებით კლასში უფრო კარგად სწავლობდნენ,ახლა დემოტივირებულნი არიან.მშობლები ამას აკავშირებენ იმასთან,რომ  მასწავლებლები მათ შვილებს ნაკლებად რთავენ საგაკვეთილო პროცესში და ნაწილობრივ ეპყრობიან სამართლიანად.

     თავი VI
6.1 ინტერვენციები
მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე განვახორციელე ინტერვენცია, რომლის მიზანი იყო მოსწავლეების როლის და აქტივობის გაზრდა გაკვეთილის მსვლელობისას.იმისთვის,რომ  ყველა მოსწავლე ჩართულიყოს საგაკვეთილო პროცესში, განვსაზღვრე აქტივობები  მათი სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით და შემუშავე ინტერვენციის შემდგომი ვარიანტები:
 <<ენის სწავლებისას გაკვეთილის ყველაზე გავრცელებული მოდელის- PPP მეთოდის გამოყენება,რომელიც მოიცავს პრეზენტაციას,პრაქტიკასა და პროდუცირებას. ვამზადებდით საინტერესო გაკვეთილების power-point პრეზენტაციას,ამით ხდებოდა ახალი ენობრივი ერთეულების წარდგენა.პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეები ასრულებდნენ ახალ მასალასთან დაკავშირებულ დავალებებს და პროდუცირების დროს მოსწავლეები წარმოადგენდნენ შესწავლილ მასალას თავისუფალი აქტივობის სახით.
<<მოსწავლეებს მოსწონთ სიახლეები ანუ ახალი მეთოდები,როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება,საილუსტრაციო ფილმების ყურება და ა.შ, ამიტომაც საშინაო დავალებების შესრულებისადმი მოტივაციის ამაღლების მიზნით მათ შევთავაზე ინტერნეტრესურსები,მაგალითად,მოსწავლეები სახლში უყურებდნენ  ანიმაციურ ფილმებს და წერდნენ მოკლე შინარსს,რომელსაც შემდეგ, საგაკვეთილო პროცესის დროს ჰყვებოდნენ მეგობრებს.
<<საგაკვეთილო პროცესის დროს ყურდღება მივაქციე იმ ფაქტს,რომ ყველა მოსწავლებელი არ არის ერთნაირად განწყობილი რომელიმე საგნის მიმართ,განსაკუთრებით ეს ეხება ენის გაკვეთილს.ზოგიერთ მოსწავლეს მოსწონს ენის სწავლა და უფრო ადვილად ათვისებს შესასწავლ მასალას,თუმცა მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი შედარებით პასიურია გაკვეთილის მსვლელობისას და თავს არიდებენ  აქტივობებში მონაწილეობას,რასაც დავაკავშირე იმასთან,რომ ისინი არ არიან თავდაჯერებულნი.ამ პრობლემის მოსაგვარებლად მივმართე ჯგუფურ მუშაობას,რომლის დროსაც გავითვალისწინე ორი ფაქტორი.ერთი ის იყო,რომ უპირატესობას ვანიჯებდი არ შეჯიბრის,არამედ თანამშრომლობის გაზრდას ჯგუფებს შორის,ამის უზრუნველსაყოფად კი ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი მარცხს.მეორე ფაქტორი კი ის იყო,რომ შედარებით დაბალი მოტივაციის მქონე მოსწავლეებს ვამუშავებდი ერთ ჯგუფში,ჯგუფები ერთმანეთს უსვამდენენ კითხვებს და უპასუხებდნენ,შედეგად კი ყველას უწევდა მონაწილეობის მიღება აქტიურად.
<<ტრადიციული წასაკითხი ტექსტის ნაცვლად კითხვის სხვა მეთოდების,მაგალითად მოზაიკის მეთოდის გამოყენება,რაც წარმოადგენს ერთობლივი სწავლება-სწავლის მეთოდს.ამ მეთოდს ვიყენებდი,როდესაც წასაკითხი ტექსტი მოცულობით დიდია.შესასწავლ ტექსტს ვყოფდი ნაწილებად,შემდეგ კი ვქმნიდი ჯგუფებს,თითოეულ ჯგუფში შედიოდა იმდენი წევრი,რამდენ ნაწილადაცაა ტექსტი დაყოფილი.ვარჩევდი ძირითად და ექსპერტთა ჯგუფებს.ექსფერტთა ჯგუფები ამომწურავად სწავლობდნენ თავიანთ მონაკვეთს და შემდეგ ასწავლიდნენ თავიანთ ძირითად ჯგუფს,რომელიც ტექსტის ყველა მონაკვეთს სწავლობდა.
<<საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერსის გათვალისწინებით-თავად ირჩევდნენ მუშაობის ტიპს,ჯგუფურს,ინდივიდუალურს თუ წყვილებში.
<<მოსწავლეებს,რომლებსაც მოსწონდა ხატვა,თემასთან დაკავშირებულ სურათებს ხატავდნენ
<<ყველა გაკვეთილის ბოლოს ვაფასებდი რამდენად წარმატებით შევძელი მოსწავლეთა ჩართულობის წახალისება და მათთვის სათანადო აქტივობების სწორად მიწოდება.
6.2 ინტერვენციის შეფასება
ინტერვენციის შეფასების მიზნით გამოვიყენე ანკეტირება მოსწავლეებთან და ამით დავადგინე თუ რომელი აქტივობა უფრო მოსწონდათ,რომელი აქტივობა ამაღლებდა მათ მოტივაციას და რამდენად პროდუქტული იყო გაკვეთილი მათთვის. 
6.3 ინტერვენციის შედეგების ანალიზი
ანკეტირების შემდეგ მივიღე ქვემოთ ჩამოთვლილი შედეგები:
1.რომელი აქტივობა უფრო მოგწონთ?


30%-პრეზენტაციები
30%-ჯგუფებში მუშაობა
40%-სახალისო თამაშოები
2.შეფასება ვალიდურია თუ არა?


 90%-ვალიდურია
6%-ნაწილობრივ ვალიდურია
4%-არ არის ვალიდური

3. საგაკვეთილო პროცესში რამდენად ხარ ჩართული?
60%-ჩართული ვარ საგაკვეთილო პროცესში
38%-ვცდილობ,რომ ვიყო ჩართული
2%-ნაკლებად ვცდილობ,რომ ვიყო ჩართული.

4.საშინაო დავალება საინტერსოა თუ არა?
82%-საშინაო დავალება საინტერსოა
14%-ნაკლებად საინტერსოა
4%-არ არის საინტერსო
ინტერვენციის დასრულების შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე,რომ საგაკვეთილო პროცესის საინტერსოდ ჩატარებისთვის აუცილებელია მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია,რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მასწავლებლის მოტივაციასა და მის მიერ მომზადებულ გეგმაზე.თუ მასწავლებელმა აქტივობების დაგეგმვისას არ გაითვალისწინა მოსწავლეთა ინტერესი,მათი ჩართულობა დაბალი იქნება,რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საგაკვეთილო პროცესის ეფექტურობას.
სასწავლო პროცესში გამოყენებულმა აქტივობებმა და მეთოდებმა მნიშვნელოვნად გაუადვილა მოსწავლეებს ახალი მასალის შეთვისება.განსაკუთრებით თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებამ გაზარდა მათი მოტივაცია საშინაო დავალებებისადმი და გაკვეთილზე მოდიოდნენ მომზადებულები.დადებითი შედეგი ჰქონდა ჯგუფურ მუშაობებს,რომლის დროსაც საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას იღებდა მთელი კლასი.ასევე  წაკითხვის სხვადსხვა მეთოდების გამოყენებას ყველას უწევდა ტექსტის წაკითხვა.გაიზარდა მოსწავლეთა თანამშრომლობა და თვითდაჯერებულება.ამ ყველაფერმა თავის მხრივ დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა მოტივაციასა და შესაბამისად საგაკვეთილო პროცესის ეფექტურობაზე. მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად გააზრება.გაუმჯობესდა სწავლა-სწავლების ხარისხი.
  თავი VII
მიგნებები
ინტერვენციების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:
<<მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს  მოსწავლეთა საჭიროებები,ინტერესები და შესაძლობები,საპირისპირო შემთხვევა ხელს უშლის მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
<<მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან აქტივობებსა და სასწავლო რესურსებს.
<<მნიშნელოვანი საკითხია ასევე მოსწავლეთა შეფასება,რაც მათ  თვითდაჯერებულებას ზრდის.

რეკომენდაციები
 <<განმავითარებელი შეფასების ხშირი გამოყენება.
<<თანამშრომლობა Iვ და Vვ კლასის სხვა საგნის მასწავლებლებთან.
<<თანამშრომლობა Iვ და Vვ კლასის მოსწავლეების მშობლებთან და მათთვის შვილების აკადემიური მოსწრობის შესახებ ინფორმირება.
<<რთული და ახალი სიტყვეებით დატვირთული ტექსტის ან პარაგრაფების გავლისას მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა პოტენციალის,ასევე ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება დადებითი შედეგების მისაღწევად.
<<გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეთა მიღწევების აღნიშვნა და მათი წახალისება.
                                  დასკვნა
 პრაქტიკული კვლევა ჩავატარე Iვ და Vვ კლასებში,რომლის მიზანი იყო სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის პრობლემების გარკვევა,მისი მიზეზებისა და მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების შემუშავება საგაკვეთილო პროცესის ეფექტური ჩატარებისთვის.კვლევის მსვლელობისას ჯერ დავადგინე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები მოსწავლეებთან და მშობლებთან ინტერვიუს შედეგად.მონაცემების ანალიზმა მაჩვენა,რომ პრობლემების ძირითადი მიზეზებია საშინაო დავალებების დიდი მოცულობა,ერთფეროვანი აქტივობები,მასწავლებელსა და მშობლებს შორის ურთიერთობის ნაკლებობა.პრობლემების მოსაგვარებლად საგაკვეთილო პროცესის გეგმა შევიმუშავე მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების შესაბამისად,რომელიც მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს და სწავლის,კითხვის სხვადსხვა მეთოდებს.აღმოჩნდა,რომ ისეთი აქტივობები ,როგორიცაა სახალისო ვიდეოები და თვალსაჩინოები ხელს უწყობს ესგ გათვალისწინებული სასწავლო მიზნების შესაბამისად შედეგებზე გასვლას.სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მასწავლებლის,მშობლის და მოსწავლის ურთიერთობა,რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვლევის პერიოდში.კვლევის განმავლობაში მიღებული შედეგების საფუძველზე შევიმუშავე რეკომენდაციები და გავაცანი მოსწავლეებს.
 კვლევის შედეგად გავარკვიე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემები და მათი მოგვარების სტრატეგიები,მივიღე შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.მივედი იმ დასკვნამდე,რომ მოტივაციის ამაღლების მიზნით უნდა მივმართო მრავალფეროვან აქტივობებს,მოსწავლეებს საშუალება მივცე , გამოთქვან თავიანთი მოსაზრება,საშინაო დავალებები უნდა იყოს სახალისო და გასაგები,ასევე მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა მქონდეს თითოეულ მოსწავლესთან,რომ თავი შეიგრძნონ თავისუფლად საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას.
გამოყენებული ლიტერატურა
Mastsavlebeli.ge/?p=4355
ინტერნეტ გაზეთი მასწავლებელი
mastsavlebeli.ge/?p=1572
პედაგოგიური კვლევის მეთოდები.(სატრენინგო მასალა)


  რეფლექსია
  ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული პრაქტიკის ანალიზი. მიზნად დავისახე იმის განხილვა,რო ტუ როგორ შესაძლებელია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,მათი აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება,ეფექტური საგაკვეთილო პროცესის ჩატარება და სასწავლო მასალის უფრო მარტივი გზით ათვისება.
   კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს Iვ და  Vვ კლასებში.კვლევა გრძელდებოდა 6 თვის მანძილზე.კვლევა მოიცავს კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების გამოყენებას,ინტერვიუს,ღია და დახურულ ანკეტირებას და კითხვარს.ეს ყველაფერი ჩავატარე როგორც მოსწავლეებთან,,ასევე სხვა საგნის მასწავლებლებსა და მშობლებთან.მონაცემების შეგროვების შემდეგ,გავაკეთე მიღებული შედეგების ანალიზი,დაცგეგმე ინტერვენციები შედეგების მისაღებად  და შედეგები გავუზიარე  მოსწავლეების,მშობლებია და კოლეგებისთვის. შედეგების კლეგებისთვის გაცნობის მიზნით მოვაღწიე პრეზენტაცია,სადაც ვუჩვენე  ანგარიში და ვაცნობდი ჩემს მიზნებს,ამოცანებს და შედეგებს.
კვლევის მსვლელობისას საგაკვეთილო პრცესში გამოვიყენე შემდეგი აქტივობები:
<<power-point პრეზენტაციები
<<ინტერნეტრესურსები
<<ფილმები,სახალისო ვიდეოები
<< https://learninapps.org -ში მომზადებული სახალისო დავალებები.
     კვლევის შედეგებმა საშუალება მომცა,რომ დავადგინო მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზები და ამ მიზეზების გათვალისწინებით განხორციელებული სასწავლო პროცესი ნამდვილად გახდა ეფექტური.გაზრდა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში,საშინაო დავალებას ასრულებენ უფრო მაღალი მოტივაციით.
    კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია მომავალ სასწავლო წელს დამეხმარება ეფექტური სასწავლო გეგმის შემუშავებაში,რაც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა შესაძლობებისა და ინტერესების გათვალისწინებაზე.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

გამოკითხვა