რესურსები


რეფლექსია 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქესალოს საჯარო სკოლის ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებლის,ნაიდა შამილოვას მიერ შექმნილი სასწავლო რესურსის ინსტრუქცია და რეფლექსია

ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რუსურსის სახელწოდებაა ,,ზმნები,დროის მიხედვით''.

სასწავლო რესურსი ეხება გრამატიკას,რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ქართულ-ენაზე გამართულად ლაპარაკის თვალსაზრისით. რადგანაც ზმნის დროების შესწავლისას გარკვეული სირთულეები გაუჩნდა მოსწავლეებს,გადავწყვიტე,რომ შემექმნა სასწავლო რესურსი.შესაბამისი რესურსის შექმნისას მიზნად დავისახე:

<<მოსწავლეეთა მოტივაციის ამაღლება

<<არსებული ცოდნის გაუმჯობესება

<<არსებული ცოდნის შემოწმება

ქ.მ.დაწყ.(II).14.მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სათანადო ენობრივი ფორმულებისა და კლიშეების,ენობრივი კონსტრუქციებისა და კონკრეტული გრამატიკული ფორმების ფუნქციური გამოყენება.

 <<კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სხვადსხვა მწკრივის ფორმას.

<<იყენებს კონტექსტის შესაფერის მარტივ ენობრივ ფორმულებსა და კონსტრუქციებს.

   რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

რესურსი შედგება ორი ჯგუფისა და 20 სიტყვისგან,თითოეულ ჯგუფში შედის ათი სიტყვა.მოსწავლეები ხსნიან ბმულს და გაცნობენ ინსტრუქციას.მოსწავლემ უნდა ჩაისვას მოცემული სიტყვეები შესაბამის ჯგუფში.სწორი პასუხის შემთხვევაში ველი მწვანდება,შეცდომის შემთხვევაში გაწითლდება.



რეფლექსია 2

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქესალოს საჯარო სკოლის ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებლის,ნაიდა შამილოვას მიერ შექმნილი სასწავლო რესურსის ინსტრუქცია და რეფლექსია

ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რუსურსის სახელწოდებაა ,,ცხოველების სამყარო''.რესურსის შექმნა გადავწყვიტე იმისთვის,რომ მოსწავლეებს გაუადვილდეს ახალი სიტყვეების დამახსოვრება.

ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსის მიზანია:

<<მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდა.

<<არსებული ცოდნის გამოვლინება

<<ლექსიკონის გამდიდრება

რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-4 კლასის სასწავლო სტანდარტის შეასაბამისად.

ქ.მ.დაწყ.(I).6 მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით ილუსტრაციების აღწერა,მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა,ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.

<<მარტივი წინადადებით აღწერს სურათს.

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

რესურსი შედგება 10 სიტყვისა და 10 სურთისაგან.მოსწავლემ უნდა დააწყვილოს სიტყვეები შესაბამის სურათთან.დავალების დასრულების შემდეგ სწორი პასუხები მწვანით,მცდარი პასუხი კი წითელი ხაზით მოინიშნება.





რეფლექსია 3

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქესალოს საჯარო სკოლის ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებლის,ნაიდა შამილოვას მიერ შექმნილი სასწავლო რესურსის ინსტრუქცია და რეფლექსია

ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რუსურსის სახელწოდებაა ,,ანტონიმები''.რესურსის შექმნა გადავწყვიტე იმისთვის,რომ მოსწავლეებს გაუადვილდეს ტერმინი ,,ანტონიმური სიტყვების'' აზრის გაგება.

ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსის მიზანია:

<<მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდა.

<<არსებული ცოდნის გამოვლინება და გაუმჯობესება

<<ლექსიკონის გამდიდრება

რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-4 კლასის სასწავლო სტანდარტის შეასაბამისად.

ქ.მ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სტრატეგიების და საგანმანათლებლო რესურსების მოძიება და გააზრებულად გამოყენება.

<<იყენებს სახელმძღვანელოს  ილუსტრაციებს, სარჩევს,ლექსიკონს,ნამუშებს,საკლასო ოთახში არსებულ თვალსაჩინოებს.



   რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

რესურსი შედგება 30 სიტყვისგან,მოსწავლეებმა უნდა დააწყვილონ ანტონიმური სიტყვები. სწორი პასუხის შემთხვევაში ველი მწვანდება,შეცდომის შემთხვევაში გაწითლდება.


რეფლექსია 4

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქესალოს საჯარო სკოლის ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებლის,ნაიდა შამილოვას მიერ შექმნილი სასწავლო რესურსის ინსტრუქცია და რეფლექსია

ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რუსურსის სახელწოდებაა ,,ქართული ანბანი".  ასო-ბგერების შესწავლისას და ახალი სიტყვების დამახსოვრებისას მოსწავლეებს გაუჩნდა გარკვეული სირთულეები,რის გამოც გადავწყვიტე სახალისო სასწავლო რესურსის შექმნა და მიზნად დავისახე:

<<მოსწავლეეთა მოტივაციის ამაღლება

<<არსებული ცოდნის გაუმჯობესება

<<სასწავლი მასალის ადვილად დამახსოვრება

<<არსებული ცოდნის შემოწმება

ქ.მ.დაწყ.(I).5 მოსწავლემ უნდა შეძლოს ენის გასატეხების,ლექსების და გათვლების ზეპირად წაკითხვა,სიმღერების შესრულება,მარტივი დიალოგებისა და სცენების გათამაშება.

<<ავლენს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია

რესურსი შედგება 9 სიტყვისა და 9 სურთისაგან.მოსწავლემ უნდა დააწყვილოს სიტყვეები შესაბამის სურათთან.დავალების დასრულების შემდეგ სწორი პასუხები მწვანით,მცდარი პასუხი კი წითელი ხაზით მოინიშნება.







რესურსის სახელწოდება:,,დიდი წიგნი’’

საგანი:ქართული,როგორც მეორე ენა

კლასი:I

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია:

წიგნს ვდებთ სადრაგზე საკლასო ოთახის შუაში ისე, რომ თვალსაჩინო იყოს ყველა მოსწავლისათვის.მასწავლებელი კითხვის დროს ხელს მიაყოლებს სიტყვებს თან აჩვენებს სტრიქონიდან სტრიქონზე გადასავლის მიმართულებას. ,,დიდი წიგნის’’გამოყენება ეფექტურია საჩვენებელი /სამოდელო და ერთობლივი კითხვის ვარიაციების განხორციელებისას.

 ამ რესურსით მუშაობთ მთელ კლასთან,როგორც წინა საანბანო, ანბანისა და სიტყვების წაკითხვის სწავლებისას ასევე ანბანის შემდგომ პერიოდშიც.

პირველ ფაზაში მასწავლებელი სვამს კითხვებს ილუსტრაციების შესახებ რას ხედავენ სურთებზე? სად არიან? რას აკეთებენ პერსონაჟები და სხვა. ახალი ლექსიკის ასათვისებლად კი აცნობს იმ საგნების მნიშვნელობას, რომლებიც ვერ დაასახელა მოსწავლეებმა.

მეორე ფაზაში მასწავლებელი ატარებს სამოდელო კითხვის აქტივობასა და ასევე ერთობლივი კითხვის ვარიაციებს.~

მესამე ფაზაში მასწავლებელი სვამს ტექსტის გაგებაზე ორიენტირებულ შეკითხვებს,ამნოწმებს ლექსიკის ცოდნასა და შეკითხვებით ეხმარება მოსწავლეებს ილუსტრაციების აღწერაში.

                                                           რეფლექსია

   ჩემ მიერ შექმნილი რესურსს წარმატებით ვიყენებ დაწყებით კლასში,როგორ ზეპირმეტყველების უნარის განვითარებისთვის,ისე წერა-კითხვის სწავლებისათვის. პირველ კლასში წინა საანბანო პერიოდში ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და ზეპირ-მეტყველების უნარის განვითარებაში მეხმარება წიგნის ილუსტრაციები.ასევე ეფექტურია დიდი წიგნი წიგნთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის:ეს რესურსი ფასდაუდებელია წერა-კითხვის დაბალანსებული და ინტეგრირებული სწავლებისათვის დაწყებით კლასებში.

  ამ რესურსით მუშაობის დროს შესაძლებელია ყველა მოსწავლის ჩართვა,როგორც ზეპირ-მეტყველების აქტივობებში,ისე კითხვის პროცესში.რესურსი არის მრავალჯერადი გამოყენების და შესაძლებელია დიდ წიგნზე მუშაობის ინტეგრირება სხვა საგანთანაც,კერძოდ,ხელოვნებასთან,შესაძლებელია ტექსტის შინაარსის გაცნობის შემდეგ ხელოვნების მასწავლებელმა იმუშაოს გაფორმებაზე-თითოეული განშლის ილუსტრაციის შექმნაზე მოსწავლეთა ჩართულობით.

  აღსანიშნავია,რომ რესურსის გამოყენებას არ შეუქმნია არანაირი პრობლემა,პირიქით შემიმსუბუქა შრომა, ეფექტურად დამეხმარა წერა-კითხვის დაბალანსებულად და ინტეგრირებულად სწავლებასა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გასვლაში.

   კავშირი ესგ-სთან

ქ.მ.დაწყ(I)2 მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და ზოგადი შინარსის გაგება.~

<<ილუსტრაციულ ტექსტში პოულობს ნაცნობ სიტყვებსა და ორ-სამ სიტყვიან წინადადებებს.

<<ავლენს წიგნსა და ტექსტზე მუშაობის ელემენტარულ ჩვევებს(მაგ.ამოიცნობთ წიგნის კომპონონტებს:ყდას,ფურცელს ,ილუსტრაციას,ტექსტს,სათაურს,ავტორს.გამოყოფს ტექსტში წინადადებებს, წინადადბებში სიტყვებს,სიტყვებში ასოებს).

ქ.მ.დაწყ(I)3 მოსწავლემ უნდა შეძლოს სტრატეგიების გამოყენებით ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევის გამოვლენა.

<<კითხვის დროს წინადადებებს შორის აკეთებს პაუზას.










                                                              რეფლექსია
სასწავლო რესურსი იხილეთ:
რესურსის სახელწოდება:ზედსართავი სახელი და ზმნა
მიზანი:მოსწავლეთა გრამატიკული ცოდნის გაუმჯობესება
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია:
//მოსწავლეები ხსნიან ბმულს და გაცნობენ ინსტრუქციებს
//მოსწავლემ უნდა ჩასმას მოცემული სიტყვები შესაბამის გრაფაში
//სწორი პასუხის შემთხვევაში ველი მწვანდება,შეცდომის შემთხვევაში გაწითლდება
                    რესურსის რეფლექსია
 ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სახელწოდებაა “ზედსართავი სახელი და ზმნა’’ რესურსი შედგება 2 ჯგუფისა და 17 სიტყვისგან.
მოსწავლეებმა უნდა მოიპოვოს რომელი სიტყვა რომელ ჯგუფს შეესაბამება.
 ელექტრონული რესურსის მიზანია არსებული ცოდნის გამოვლინება,სასწავლო პროცესის მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის გაზრდა.
 რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-5 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
   ქართ.V.15.მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერას ნორმების დაცვა.
სასწავლო რესურსი იხილეთ:
რესურსის სახელწოდება:ხილები და ბოსტნეულები
მიზანი:მოსწავლლეების ლექსიკონის გამდიდრება
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია:
//მოსწავლეები ხსნიან ბმულს და გაცნობენ ინსტრუქციებს
//მოსწავლემ უნდა შეაერთოს მოცემული ინფორმაცია შესაბამის სურათებთან
//სწორი პასუხის შემთხვევაში ველი მწვანდება,შეცდომის შემთხვევაში გაწითლდება
          რესურსის რეფლექსია
    ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სახელწოდებაა ''ხილები და ბოსტნეულები''რესურსი შედგება 6 სურათისა და მათ შესახებ ინფორმაციისგან.
მოსწავლეებმა უნდა მოიპოვოს ტესტის შესაბამისი სურათი.
   ელეტრონული რესურსის მიზანია არსებული ცოდნის გამოვლინება,მოსწავლეების ლექსიკონის გაფართოება და ინტერესის გაზრდა ახალი სიტყვების შესწავლისას. რესურსის გამოყენებამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა  სასწავლო პროცესის მიმართ,ასევე ხელი შეუწყო მოსწავლეების ფლობის უნარის განვითარებას.რესურსი შეესაბამება საბაზო ცოდნის მქონე მოსწავლეების დონეს.
   რესურსი შექმნილია ესგ-ის 1-ლი კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
ქ.მ.დაწყ.(1).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სტრატეგიების შერჩევითა და გამოყენებით ილუსტრაციების აღწერა,მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა,ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.


Комментарии

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

გამოკითხვა